ქუთაისის მერიიდან 19 აპრილის აქციაზე მყოფ "ნაციონალებს" ათავისუფლებენ?
"ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს სამსახურებიდან "ნაციონალი" წევრების გაშვება. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ მერიის იმ თანამშრომლებს დაითხოვენ, რომლებიც 19 აპრილის აქციაზე იყვნენ", – განაცხადა დღეს გამართულ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ. მისივე განმარტებით, გაურკვევლია, თუ რა მიზნით იგეგმება მერიაში შტატების შემცირება.
საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განცხადებით, თუკი მათი პროგნოზი არ გამათლდება, ისინი საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს.
მათივე განმარტებით, მომავალ კვირას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკო კაჭკაჭიშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
"ძალიან ბევრი საკითხია ჩვენთვის გაუგებარი და იმედია მერის მოვალეობის შემსრულებელი გაგვარკვევს", – აღნიშნავს უკლება.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" დავალებით, კაჭკაჭიშვილმა მერიის რეორგანიზაციის გეგმა–პროექტი მიმდინარე კვირას წარადგინა.

ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა