ზესტაფონის საფეხბურთო კლუბს დაფინანსებაზე უარი უთხრეს
ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ შესაძლოა დაიშალოს.
„ზესტაფონის“
პრეზიდენტმა ილია კოკაიამ რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით მიმართა. კოკაია კლუბის დაფინანსებაზე უარს აცხადებდა და კლუბზე ზრუნვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას სთხოვდა.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს აღნიშნული საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა.
შეხვედრისას კლუბის გადარჩენის
საკითხი განიხილეს. როგორც სიჭინავა ამბობს, გუნდში ძალინ ცუდი სიტუაცია არის. თუმცა აქვე განმარტავს, რომ „ზესტაფონის“ დაშლაზე საუბარი არ მიმდინარეობს. მისივე თქმით,
ფედერაცია გუნდის გადასარჩენად თანხების მოძიებას შეეცდება.
ზესტაფონის გამგებლის ნუგზარ ქამუშაძის
თქმით, ისინი იზრუნებენ იმაზე, რომ კლუბი არ დაიშალოს, თუმცა ქამუშაძოს თქმით, მუნიციპლიტეტის
მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, არ იცის კლუბს დააფინანსებენ თუ არა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე