|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსახლეობა ხეების გადაბელვას ითხოვს

ქუ­თა­ის­ში, წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებლები ხეების გა­დაბელ­ვას უშე­დე­გოდ ითხოვენ.

ქა­ლა­ქის მე­რი­ას ად­გი­ლობრივ­მა მო­სახლეობამ ქუ­ჩა­ზე ხეების გა­დაბელ­ვის თხოვ­ნით  წე­რი­ლობით ორი თვის წინ მი­მარ­თა.  

„65 კა­ცი­ა­ნი ხელ­მო­წე­რით შე­ვი­ტა­ნეთ განცხადება მე­რი­ა­ში.  ამის შემ­დეგ,  მო­ვიდ­ნენ და მხოლოდ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს", - ამბობს წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რები გია გო­გის­ვა­ნი­ძე. ად­გი­ლობრი­ვები გან­მარ­ტა­ვენ, რომ ისი­ნი მე­რი­ას ხეების ერ­თი­ა­ნად გა­დაბელ­ვამ­დე, გზის ნა­პირ­ზე ქა­რის შე­დე­გად მო­ტეხილი ხის ტო­ტის გაწ­მენ­დას თხოვ­დნენ. „მო­ტეხილი ტო­ტი გაჩხერი­ლი­ა. ქარ­ში რომ ჩა­მო­ვარ­დეს და და­ე­ცეს ვინ­მეს, სა­ში­ში­ა", - ამბობს წე­რეთ­ლის ქუ­ჩის მკვიდ­რი სამ­სონ კა­კი­ტა­ძე.

ად­გი­ლობრი­ვები გან­მარ­ტა­ვენ, რომ წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე ხეების გა­დაბელ­ვა წლებია არ მომხდა­რა. მა­თი­ვე თქმით, უყურად­ღებობის გა­მო, ხის ტო­ტები  შე­ნობებზეა გა­და­სუ­ლი.

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტებით, ხეების გა­დაბელვა წე­ლი­წად­ში ორჯერ - გა­ზაფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მა­ზე ხდება. კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში ირ­წმუ­ნებიან, რომ წე­რეთ­ლის და რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩებში ხეები, მიმ­დი­ნა­რე წლის  შე­მოდ­გო­მა­ზე გა­დაიბელება.

„თუ­კი მა­ნამ­დე სას­წრა­ფოდ სჭირ­დება ხეებს ქა­რის­გან და­ზი­ა­ნებული  ტო­ტების­გან გაწ­მენ­და, ასეთ შემთხვე­ვა­ში სა­გან­გებო სი­ტუ­ა­ციების სამ­სახურს უნ­და მი­მარ­თონ", - ამბობს ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მიმ­დი­ნა­რე წელს სხვადასხვა ქუ­ჩებში 192 ხე უკ­ვე გა­დაიბელა, რის­თვი­საც ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან 25 000 ლა­რი დაიხარჯა.

2013 წელს ად­გი­ლობრივ ბიუჯეტ­ში „ქა­ლაქ­ში ხეების გა­დაბელვის" პროგ­რა­მის გან­სახორ­ცი­ე­ლებლად სულ 50 000 ლა­რია გან­საზ­ღვრუ­ლი.  

 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა