"განიხილე 32 400!" – 15 მაისს, აქცია პარლამენტთან გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად
15, მაისს, 15:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება აქცია: „განიხილე 32 400!“.
აქციის მიზანია პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, 500-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ღონისძიების ორგანიზატორია „გენდერული თანასწორობის ქსელი“.
"საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში შესვლა და პარლამენტთან თავმოყრა დაიწყება 13:00 საათიდან", – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



19:44
20:45
16:10
20:29
13:05
















