ეკა ბესელია: "ხელშეუხებლობის გარანტიები არავის აქვს"
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელია შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დაკავებას აფასებს.
ბესელიას თქმით, ფაქტი სამწუხაროა, თუმცა დანაშულის ჩადენის შემთხვევაში ხელშეუხებლობის გარანტიები არავის აქვს.
„დანაშულის შემთხვევაში ინდულგენცია ანუ ხელშეუხებლობა არავის აქვს და ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებების დაცვა მთავარი პრიორიტეტია. გელა ხვედელიძეს ძალიან კარგად ვიცნობ და ჩემთვის ეს ადამიანურად ძალიან მძიმე ფაქტი იყო. არ შეიძლება პირადი ცხოვრების ამსახველი ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება,“ - ამბობს ბესელია.
უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები (გელა ხვედელიძე აღნიშნული ჩანაწერების ინტერნეტში განთავსებისათვის დააკვეს) წინა ხელისუფლების მიერ არის გაკეთებული.
ბესელია სამართალდამცავებს, გელა ხვედელიძის მსგავსად,
ჩანაწერების გამკეთებელი პირების პასუხისგებაში
მიცემას სთხოვს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე