|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სასწავლო ჟურნალი - „შეცდომებით“

21 მაისს გელათის სასულიერო აკადემიაში ჟურნალ „დავითის ქნარის“ პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი ამავე აკადემიის, წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გამოცემაა. გამოცემაში სტატიებთან ერთად სტუდენტების მხატვრული ნააზრევიც იბეჭდება. ძირითადად, სასულიერო თემაზე. ჟურნალი ასახავს მართლმადიდებლობის ისტორიიდან ცალკეულ ფაქტებს, ასევე დღევანდელობას თავისი პრობლემებით, აქაც ძირითადად სასულიერო კუთხით.

პრეზენტაცია ფოტოგამოფენის ფონზე მიმდინარეობდა. გამოფენის, რომელიც ყოველწლიურად იმართება ინსტიტუტში. აღნიშნულმა ღონისძიებამ მესამე კურსის სტუდენტების ფოტოაზროვნება გააცნო დამსწრე საზოგადოებას.

„გამოფენას ორი მიზანი აქვს: სტუდენტი ერთვება საზოგადოებასთან ურთიერთობაში, უმაღლდება პასუხისმგებლობა. მეორე - გამოფენა შესძლებლობას აძლევს სტუდენტებს, როგორც ერთმანეთთან, ასევე პედაგოგებთან, კიდევ უფრო დაახლოების და თბილი ურთიერთობის დამყარების. ამიტომ დიდი აღფრთოვანებით ელოდებიან ამ დღეს“, - ამბობს  წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი დარეჯან გაბუნია.

ფოტონამუშევრები  ჟურნალშიც არის წარმოდგენილი. რომელთა უმეტესობა მხატვრული შინაარსისაა, ნაკლებად  - რეპორტაჟული.

პრეზენტირებული ნომერი მეხუთე გამოცემაა. პირვველი ოთხი სასწავლებლის ხარჯებით გამოვიდა, ხოლო აღნიშნული ნომერი  აკადემიაში სტუმრად მყოფი ბერძენი ქალბატონის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. „ანასტასია სტრუვალი სტუმრად იმყოფებოდა აკადემიაში. როდესაც იხილა ამდენი ახალგაზრდა სასულიერო პირი, სურვილი გაუჩნდა ჟურნალს ფინანსურად შეწეოდა“, - ამბობს დარეჯან გაბუნია.

საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორი აღნიშნავს, რომ ჟურნალი „სასწავლოს“ სტატუსს ატარებს, ანუ მომავალი ჟურნალისტები ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ როგორ წერონ. ალბათ, ამიტომაც არის „გაპარული“ რიგი  შეცდომები. მაგალითად, ის, რომ სიტყვა „სექტანტი“ და „სექტა“ დისკრიმინაციული ფორმაა რელიგიური უმცირესობების მოხსენიებისას. ასევე ისიც, რომ რელიგიურ უმცირესობებზე დაწერილი სტატიები არ უნდა წარმოადგენდეს აგრესიის  წახალისებასა და გამართლებას.

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა