|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესელია "ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება.

ბესელიას თქმით,  ვინც გიორგი მარგველაშვილს იცნობს, ის არ გააკეთებს განცხადებას, რომ მარგველაშვილი  დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

„პრემიერის მხარდაჭერა და მის მიერ კანდიდატის დასახელება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარგველაშვილს საკუთარი მოსაზრება არაფერზე არ შეიძლება ჰქონდეს. მას გუნდის მხრიდან ჰქობდა მხარდაჭერა და ასე მოხდა მისი კანდიდატის წარდგენა. მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება,“ - ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერის მხრიდან მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება უმცირესობამ იმით ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურს ხელისუფლება ვინმემ წაართვას. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა