"პატრიოტები": "ქუთაისის მერის კანდიდატურას პრემიერ–მინისტრი არჩევს"
"ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ–მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ მხადაჭრილი და მოწონებული კადრი კონკურსზე განცხადებას ხვალ შეიტანს. ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია", – ეს განაცხადება დღეს, ქუთაისში "საქართველოს პატრიოთა ალიანსის" ლიდრემა თარხან-მოურავმა გააკეთა. მისივე თქმით, ქალაქის მომავალი "პატრიოტი" მერი ქუთაისელი იქნება.
ოფიციალურად კი ქალაქის პირველი პირის არჩევა კონკურისის წესით უნდა მოხდეს. საკრებულომ მერის არჩევაზე მომუშავე საკონკურო–საატესტატო კომისია საგანგებოდ შექნა, რომელსაც საკრებულოს "პატრიოტი" თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.
კომისიაში განაცხადების შეტანის ვადა 15 მაისამდეა.
ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსი 2 მაისს გამოცხადდა. ამ დროისთვის კომისიაში 50 განაცხადია შესული.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა