|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსუფაშვილი: "ამ წუთამდე გაოგნებული ვარ, რატომ მოუვიდა ხვედელიძეს შეცდომა"

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში საქართველოში წარმოუდგენელი იყო მსგავსი თანამდებობის მქონე პირის მიმართ ასეთი ზომები გატარებულიყო.

დავით უსუფაშვილის თქმით, პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ პირის მიმართ გარდაუვალია, ვინც ცდუნებას ვერ გაუზლებს და დანაშაულის ჩადენაზე ხელი წაუცდება.  

„მოადგილის დაკავება შინაგან საქმეთა მინისტრის სერიოზული და კომპლექსური გადაწყვეტილება იყო.  მე ამ წუთამდე გაოგნებული ვარ რატომ და როგორ მოუვიდა გელა ხვედელიძეს  ის შეცდომა, რომელზეც შინაგან  საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ადამიანურად თანავუგრძნობ, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაგრძნობაზე უფრო მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა და  კანონის უზენაესობა,“ - ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან გელა ხვედელიძე დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო.  როგორც უსუფაშვილი ამბობს, ხვედელიძემ  დიდი შრომა ჩადო წინასაარჩევნო პერიოდში და ის მათი  საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი დასაყრდენი იყო.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა