|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი:"ტრანსპორტზე ფასის მომატება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს შეიძლება აწყობდეთ"

ქუთაისის მერია ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასის გაძვირებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება, ქალქის ვიცე–მერმა, ამირან ძოწენიძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა არ განიხილავს ტრანსპორტზე ფასის მომატებას. რადგან, ოწენიძის განმარტებით,  ეს მოსახლოების ჯიბეზე ცუდად აისახება.
"თურმე გოჩა თევდორაძე და კახა ნემსიწვერიძე იძლევიან დავალებებს ტრანსპორტის ფასის მომატებსათან  დაკავშირებით. მინდა გითხრთ, რომ  გოჩა თევდორაძეს არავინ არაფერს ეკითხება. ჯობია თავის საქმეს მიხედოს. ტრანსპორტზე ფასის მომატება მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებს შეიძლება აწყობდეთ", – განაცხადა ძოწენიძემ.
მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ტრანსპორტზე ფასის მომატების.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ბიზნეს დაინტერესება ქონდეთ გოჩა თევდორაძეს ან კახა ნემსიწვერიძეს, ამირან ძოწენიძე პასუხობს:
"ეს მათ უნდა კითხოთ, მე მხოლოდ ეჭვები მაქვს.  ბიძინა ივანიშვილი არ ვარ ეჭვებზე ვისაუბრო და მერე უარვყო", – აღნიშნა ძოწენიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახური ქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასების ზრდას გეგმავდა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა