"პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ ქუთაისელები სარჩელს ამზადებენ
ქუთაისელები "პატრიოტთა ალიანსისაგან" გუშინდელი განცხადების გამო, დღეს, დღის ბოლომდე, ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში "პატრიოტების" წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართავენ.
"სარჩელის შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა იქნება ისევ და ისევ თქვენს მიერ ქუთაისელებისათვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა. ასევე, მოვითხოვ მოყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურაბას, სიმბოლურად 1 თეთრით, ქუთაისის მერიის ანგარიშზე ჩარიცხვით, როგორც თქვენი განცხადების საფასურს," – აცხადებს ქუთაისში მცხოვრები ბესიკ მიქელთაძე.
მისი განცხადებით, პოლიტიკური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს დავით თარხან-მოურავის მხრიდან გაკეთდა თანაქალაქელების მიმართ აბსოლიტურად შეურაცმყოფელი განცხადება ,რომელიც სრულად აკნინებს და იგნორირებას უწევს ქუთაისში ღირსეული ადამიანების მიერ ქალაქის მერის კონკურსის წესით შერჩევის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ გუშინ ქუთაისში გაკეთებული განცხადება ქუთაისის მერის დანიშვნას ეხება. მათი განცხადებით: "ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ–მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ მხადაჭრილი და მოწონებული კადრი კონკურსზე განცხადებას ხვალ შეიტანს. ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია“.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა