|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გიმნაზიელი გოგონას ქანდაკება გაძარცვეს

ქუთაისში ახლადგახსნილი გიმნაზიელი გოგონას ქანდაკება გაძარცვეს. ქანდაკება, რომელსაც ხელში გვირილა ამშვენებდა,  მის გარეშე დარჩა.

ქალაქის ცენტრალურ უბანში, მე–3 საჯარო სკოლის წინ, 2 მაისს საზეიმო ვითარებაში გახსნილ ქანდაკებას, მომხდარის გამო, ხელში ყვავილის ნაწილი აღარ აქვს.

ვინ და რატომ დააზიანა ქანდაკება უცნობია. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ქანდაკების დაზიანება მოქალაქეების მიერ განხორციელებული დანაშაულია, რომელიც არა მხოლოდ უკულტურობა, არამედ ბოროტებაცაა.

ქანდაკების დაზიანების თაობაზე ინფორმაციას ქუთაისის მერიაში არ ფლობენ. უფრო მეტიც, მერიაში მხოლოდ „შეშფოთებით“ შემოიფარგლებიან.

მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი დეისაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია არ აქვს. „თუ ეს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ქმედებაა, ეს არის სირცხვლი და ვანდალიზმი,“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ქეთი დეისაძემ.

ქანდაკება – გიმნაზიელი გოგონა, გიორგი კიკვიძის ნამუშევარია, რომელიც 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე, საზიმოდ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაამონტაჟეს.

ისტორიული წარსულის მიხედვით, საუკუნის წინ, ქუთაისობის დღესასწაულის დაფუძნება სწორედ გიმნაზიელი გოგონას სახელს უკავშირდება. ამ დღეს, ახალგაზრდა გოგონები მოსახლეობას გვირილებს ურიგებდნენ. შემოსული თანხით  კი ქველმოქმედებას ეწეოდნენ.  

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა