|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატებთან გასაუბრებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება

ქუთაისის მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს, სადაც კონკურსანტების გასაუბრება გაიმართება, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია დაესწრება. საქართველოს "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობა, საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალი და "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო" – ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს დაესწრებიან. ამის შესახებ განცხადება მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილებით არჩევანი მხოლოდ სამი არასამთავრობო ორგანიზაციაზე შეჩერდა.  
"ვფიქრობ, ეს ორგანიზაციები საზოგადეობის მაღალი ნდობით სარგებლობენ", – აღნიშნა მარგველაშვილმა. 
მეორე ეტაპზე გადასულ მერობიის 12 კანდიდატთან გასაუბრება მედიისთვის კვლავ დახურული იქნება. 
შეგახსენებთ, რომ  კომისიის სხდომის მეორე ეტაპი,  ორშაბათს 27 მაისს გაიმართება.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა