|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხედრო ტექნიკა გამოფენაზე ჩაივლის - როგორ ემზადებიან 26 მაისისთვის ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში სამზადისი მიმდინარეობს. 26 მაისის  აღსანიშნავად ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება დაგეგმილი.

ქუთაისის მერიის კულურის სამსახურის უფროსის თემურ ცამციშვილის განმარტებით, ღონისძიებები 12:00 საათიდან, ქვეყნის დამოუკდებლობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი წირვით დაიწყება. ამის შემდეგ პარალამენტთან სამხედრო ტექნიკის (საპატრულო პოლიციისა და სახანძრო ტექნიკის) გამოფენა და ფიცის დადება გაიმართება.

დღის მანძილზე ასევე, დაგეგმილია  სხვადასხვა კულტურული  და სპორტული ღონისძიებები.

შეგახსნებთ, რომ გასული წლის 26 მაისს, სამხედრო აღლუმი და ძირითადი  ღონისძიებები ქუთაისში გაიმართა. მიმიდნარე წელს კი, ქვეყნის პრემიერ–მინისტრის  გადაწყვეტილებით, სამხედრო აღლუმი მოკრძალებულად ჩატარდება.

ქუთაისის იცე–მერის  ამირან ძოწენიის განმარტებით, 26 მაისი გრანდიოზულად უნდა  აღინიშნებოდეს. რადგან, "ეს არის სახელმწიფოებრიობის დემონსტრირება", – ამბობს ძოწენიძე.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება 21:00 საათზე ჰიმნით და ფეიერვერკით დასრულდება. 

ქუთაისის გარდა, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონიძიებები ქვეყნის   26 ქალაქშია დაგეგმილი.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა