აღლუმი პარლამენტთან მსვლელობის გარეშე
ქუთაისში, 26 მაისისადმი
მიღვნილი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკის
გამოფენითა და წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიით შემოიფარგლა.
პარლამენტის წინ, მობილიზებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები,
სახანძრო, სამხედრო ტექნიკა და საპატრულო პოლიცია. გადაკეტილი იყო მიმდებარე ტერიტორია.
თუმცა, სამხედრო ტექნიკის მსველობას ადგილი არ ჰქნია.
26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის
მოადგილე ლევან დოლიძე და გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
შეგახსნებთ, რომ გასული წლის 26 მაისს, სამხედრო აღლუმი და ძირითადი ღონისძიებები ქუთაისში გაიმართა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე