|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადამიანის ფიგურა კინოეფექტებით – ქუთაისში ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა

ქუთაისში, პირველი ქართული დოკუმენტური ფილიმის " აკაკის მოგაზურობა რაჭა–ლეჩხუმში" ავტორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლი კინოთეატრ "საქართველოს" შენობის წინ, იმ ადგილას დაიდგა, სადაც 1912 წელს, ფილმის პირველი კადრები გადაიღეს.

ძეგლი წარმოადგენს ადამიანის ფიგურას კინოაპარატით, რომელიც 100 წლის წინ გათამაშებულ სცენას იმეორებს.

მოგვიანებით კი, ძეგლის შემადგენელი კინოაპარატის მოდელში სპეციალური მოწყობილობა ჩამონტაჟდება, რომლის მეშევეობით, კინოაპარატში ჩახედვისას ყველა მსურველს პირველი ქართული ფილმის ეპიზოდების ნახვის საშუალება მიეცემა.

ვასილ ამაშუკელის ცხოვრებისა და შემოქმედების მკვლევარის, გოგი დოლიძის თქმით, სიმბოლურია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში პირველი კავკასიელი ოპოერატორის, ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა.

ამაშუკელის ძეგლის ადგილის იდეა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ეკუთვნის, ხოლო ძეგლის ავტორი ქუთაისელი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა