|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს დღეს ექვსი კანდიდატი გაივლის

ქუთაისის მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტატო კომისია ამ წუთებში მერობის კანდიდატებტან გასაუბრებას მართავს.

ამდროისათვის, კომისიის 7 წევრიანი შემადგენლობის კითხვებს, მერობის კანდიდატი როსტომ ერგემლიძე პასუხობს. 

გასაუბრებაზე რიგით პირველი კონკურსანტი  კი ქალაქის ყოფილი მერი ბაკურ ბალანჩივაძე იყო.

კონკურსანტებთან გასაუბრება ალფავიტის  მიხედვით ხდება.

ცნობილია, რომ დღეს  კომისია, 12 კონკურსანტიდან მხოლოდ ექვს კანდიდატს გაესაუბრება. მომდევნო ექვს კონკურსანტთან გასაუბრება ხვალ მოხდება.

მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპს კომისიის წევრების გარდა, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ  ქუთაისის მერის შესარჩევ კონკურსზე სულ 69 განაცხადი შევიდა, აქედან, მეოერე ეტაპზე მხოლოდ 12 კანდიდატი გადავიდა.


ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა