|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში პაციენტები ჰეპატიტის გავრცელებაზე საუბრობენ

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პაციენტები საავადმყოფოს ადმინისტრაციას ბრალდებებს უყენებენ.

პაციენტებმა დღეს საავადმყოფოში აქცია გამართეს, სადაც დაწესებულებაში სანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, საავამდყოფოში მძიმე ჰიგიენური მდგომარეობაა, რის გამოც, პაციენტები B და C ჰეპატიტით ავადდებიან.

აქცია საავადმოფოს იმ პაციენტებმა გამართეს, რომლბი დიალიზი მკურნალობის კურსს გადიან.

პაციენტების თქმით, აპარატს, რომლითაც მათ დიალიზს უკეთებენ, ერთდროულად რამდენიმე პაცინტზე იყენებენ და არ ცვლიან.

აქციის მონაწილეები ინერვენციული მედიცინი ცენრის ადმინსტრაციის მხრიდან ყურადღებას იხოენ.

აქციი მონაწილეების მხრიდან გამოთქმულ ბრალდბებს  არ იზიარებს სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე.

მისი თქმით, საავადმყოფოში არსებუი ჰიგიეური პირობები კრიტიკას არ ექვემდებარება, ხოლო დიალიზი ცენტრს რეგულარულად ამოწმებენ და შენიშვნები არც მისი მისამართით გამოთქმულა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა