მერაბიშვილის მხარდამჭერი აქციები ხვალ 10 რეგიონში გაიმართება
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის
მხარდასაჭერად ხვალ საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან აქციები გაიმართება.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
სერგო რატიანმა განაცხადა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სასამართლოსა და დაკავებას
შორის არანაირი პოლიტიკური დაბმა არ არსებობს.
“სწორედ ამიტომ, ხვალ დღის 2 საათზე საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან
საპროტესტო აქცია გაიმართება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით” - აღნიშნა
სერგო რატიანმა.
აქცია ერთდრულად საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება.
წყარო: www.pirveliradio.ge
ავტორი: ნიუპრესი