ფეროს მუშებს მხარდაჭერას პრემიერი უცხადებს
ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხნის გაფიცულ მუშებს მთავრობის სახელით პრემიერ-მინისტრი მხარდაჭერას უცხადებს, ხოლო საწარმოს ტექნიკური გამართულობის შესასწავლად ეკონომიკის სამინისტროდან ადგილზე ჯგუფი ჩავა.
ამის შესახებ გაფიცულებს პროფკავშირების გაერთიანების
ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს, შეხვედრისას
განუცხადა.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ის მუშების პრობლემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს
შეხვდა, რომელმაც განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გაფიცვას უყურადღებოდ არ დატოვებს.
„საწარმოში არაპროფესიონალებს ამუშავებენ იმისათვის,
რომ ღუმელები არ ჩაქრეს. ქარხნის ადმინისტრაცია საწარმოდან ადრე ქურდობისა და ყაჩაღობისათვის
გათავისუფლებულ ხალხს ურეკავს და მათ ნებისმიერ თანხად სამსახურში დაბრუნებას სთხოვს.
გაფიცულებთან კი კონტაქტზე არ გამოდიან,“ - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი იმერეთში
ირაკლი იობიძე.
ამ დროისათვის გაფიცული მუშებიდან სამი მათგანი შიმშილობს, რადგან ერთ-ერთი მოშიმშილე ცუდად გახდა, რის გამოც ექმიმებმა შიმშილობის გაგრძელება აუკრძალეს.
გაფიცვის გამო კი ქარხნის ადმინსიტრაციამ
ორი მუშა სამსახურის გარეშე დატოვა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე