ქუთაისის მერი: 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება
ქუთაისი მზად არის ღირსეულად დახვდეს
26 მაისის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. ასევე, უმასპინძლოს სამხედრო აღლუმს. 24
საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები ამ მომენტამდე გრძელდება. კეთილმოწყობილია
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა, გია თევდორაძემ
მთავრობის სახლში გახნილ მედიაცენტრში.
თევდორაძის ინფორმაციით, პარმანეტის
სხდომისა და აღლუმის გარდა, დაგეგმილია რამდენიმე სხვა ღონისძიება. „16:00
საათიდან ველოდებით ღონისძიებებზე მოქალაქეების მოსვლას. დაგეგმილია რამდენიმე
ღონისძიება, სხვადასხვა შემსრულებლებისა და მოძრაობის თეატრის მონაწილეობით. 21:00
საათზე კი გრადნიოზული გალა კონცერტი დაიწყება, მსოფლიო დონის
შემსრულებლების მონაწილეობით. ამ ყველაფერს დააგვირგვინებს უპრეცედენტო,
სანახაობრივი და მასშტაბური ფეიერვერკი,“ – აღნიშნა გია თევდორაძემ.
ქუთაისის მერმა მოსახლეობას ახალ
პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწოდა. „ერთად შევხვდეთ ქუთაისისთვის ეპოქალურ
დამოუკიდებლობის დღეს,“ – განაცხადა ქუთაისის მერმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე