ახალ პარლამენტში პირველი სხდომა 16:00 საათზე გაიმართება
ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი
საზეიმო სხდომის 16:00 საათზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს
პარლამენტის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა მოიწოდა. ამ დრომდე სხდომის
გამართვის დროდ 18:00 საათი სახელდებოდა.
„სხდომა დაიწყება დაახლოებით 16:00
საათისთვის. მას დაესწრება საქართველოს პარლამენტი, სრული შემადგენლობით.
სხდომაზე მოწვეულნი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარომადგენლები. სხდომაზე
სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი. ბუნებრივია, ჩვენ მოვისმენთ
საკმაოდ საინტერესო საკითხებს,“ – ამბობს გია ხუროშვილი.
პარლამენტის საპარლამენტო მდივნის
თქმით, მისასალმებელია იდეა პარლამენტის ქუთაისში გადმოსვლის შესახებ. „ძალიან
მომწონს ახალი პარლამენტის შენობა. მაგრამ უფრო მეტად მომწონს იდეა, რომ
საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად განვითარდეს და ამ ადამიანებს ქონდეთ
საშუალება, დასაქმდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს. აღარ მოუწევთ
გადაბარგება საქართველოს დედაქალაქში დასასაქმებლად,“ – აღნიშნა გია ხუროშვილმა.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე