|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ვიცე–მერი:"თუ მხსნიან თანამდებობიდან, უნდა იყოს დასაბუთებული"

ქუთაისის ერთ–ერთი ვიცე–მერი, ამირან ძოწენიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან newpress–სთან საუბარში განაცხადა.

ძოწენიძე ქუთაისის ახალი ვიცე–მერების ვინაობის დასახელების ფაქტს გამოეხმაურა. მოქმედი ვიცე–მერის განმარტებით, მისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩქარობენ აღნიშნულ პოსტზე კადრების შერჩევას, მაშინ როცა, ქალაქს ვიცე–მერები ჰყავს.

„მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას და არ ვაპირებს თანამდებობის დატოვებას. ახალმა  ხელმძღვანელობამ წამოიწყო ე.წ.  რეორგანიზაცია თუ მხსნიან თანამდებობიდან, ეგ უნდა  იყოს დასაბუთებული“, – ამბობს ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე. მისი თქმით საინტერესოა ამდროისთვის ვინ შეარჩია ვიცე–მერები, როცა ქალაქს  ჯერ მერიც არ ჰყავს.

ითანამშრომლებს თუ არა ძოწენიძე ახალ ხელმძღვანელობასთან, ის ამბობს, რომ: „წინასწარ ვერ გეტყვით ვერაფერს. ვნახოთ რა იქნება. თუმცა, ჩემი ბავშვობის ოცნება  არ ყოფილა ვიცე– მერობა“, – აღნიშნავს ძოწენიძე.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში  რეორგანიზაცია  მიმდინარეობს, რომლის დავალება საკრებულოს  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ გასცა.  

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა