ქუთაისის ვიცე–მერობის კანდიდატი:"ახალ მთავრობასთან უკვე ვთანამშრომლობ"
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ თოფურიძე, რომელიც ერთ–ერთ ახალ ვიცე–მერად დასახელდა, აცხადებს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
"მე ვასრულებ მერიის ადმინსტრაციული სამსახურის უფროსის ფუნქციას. ვფიქრობ, რომ ვიცე–მერების შერჩევის საკითხი ცოტა ნაადრევია, რადგან ჯერ მერი უნდა დამტკიცდეს“, – ამბობს თენგიზ თოფურიძე.
მისი თქმით, თვითმმართველობაში მოსულ ახალ მთავრობასთან უკვე თანაშრომლობს.
"წინასწარ ვერ გეტვით ვერაფერს, მივიღებთ თუ არა ვიცე–მერის თანამდებობაზე შემოთავაზებას. მინდა გითხარათ, რომ ახალ მთავრობასთან უკვე ვთანამშრომლობ“, – ამბობს თოფურიძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ახალი ვიცე–მერების შერჩევის თაობაზე ინფორმაცია
დღეს, მერის შესარჩევო საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ერთ–ერთმა წევრმა ზურაბ ხურციძემ
გაავრცელა.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა