|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მომავალი მერი: "ქალაქის მერობა არა პრემიერ–მინისტრის, არამედ ჩემი გადაწყვეტილება იყო"

ქუთაისის მომავალი მერის, დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, დღეს საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებთან გამართული შეხვედრა მეგობრული იყო.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოპალიანმა განაცხადა, ქუთაისის მერობა არა ქვეყნის პრემიერ–მინისტრის, არამედ მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.

როგორც კოპალიანი ამბობს, 22 წლის განმავლობაში ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა  – 20 წელი ამერიკაში, ხოლო  2 წელი ინგლისში. დიმიტრი კოპალიანის თქმით, ახლა ქუთაისში დაბრუნება სურს და აქ ქალაქის სიყვარულმა ჩამოიყვანა.

რაც შეხება მისი სამოქმედო პროგრამის პიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს, ქალაქის მომავალი მერი ამბობს, რომ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა, რეორგანიზაცია მერიაში და ქუთაისის მეტი კავშირი სხვა ქვეყნებთან.

საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანისის" თავმჯდომარის, კახა ნემსიწვერიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე  მათ მოისმინეს დიმიტრი კოპალინის სამოქმედო გეგმა და პროგრამის პრიორიტეტები და საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე კოპალიანის მერად დამტკიცების საკითხს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ქალაქის ახალი მერი უნდა დაამტკიცონ, ხვალ 15 საათზე გაიმართება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა