ქუთაისის ციხეში ზუგდიდელი პატიმრები ფეხების დაჭედვასაც აპირებენ
ქუთაისში #2 ციხეში ზუგდიდის საპყრობილედან გადმოყვანილი პატიმრები მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფეხების დაჭედვასაც აპირებენ. ამის შესახებ პატიმრების ადვოკატმა, მერაბ მირცხულავამ განაცხადა. პატიმრები ზუგდიდის საპყრობილეში დაბრუნებას ითხოვენ.
"ქუთაისის ციხეში პატიმრები უმძიმეს მდგომაროებაში არიან, ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან," – აცხადებს ადვოკატი.
ქუთაისის #2 ციხეში ზუგდიდის #4 საპყრობილედან გადმოყვანილმა პატიმრება შიმშილობა დღეს დაიწყეს და პროტესტის ნიშნად ხელები დაიჭედეს.
სამი პატიმარი – ლევან ეჯიბია, გიგლა ინალიშვილი და დიმიტრი თოლორაია ქუთაისის ციხეში ზუგდიდიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოიყვანეს.
მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრების გადმოყვანა უკანონდ მოხდა.
გარდა ამისა, ოჯახის წევრების განცხადებით, ანონიმური წყაროს მეშვეობით მათ აქვთ ინფორმაცი პატიმრების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით.
ქუთაისის ციხეში გადმოყვანილი ზუგდიდელი პატიმრების შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროში ინფორმაციას არ ფლობენ.
ქუთაისის ციხესთან შეკრებული პატიმრების ახლობლები საქმის დროულად გამოძიებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევში ისინი პარლამენტთან აქიციების დაწყებას და შიმშილობას აპირებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა