|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ბაქრაძე: 26 მაისი არის ზეიმის და თავისუფლების დღე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, 26 მაისი ეს არის ზეიმის და თავისუფლების დღე. დავით ბაქრაძემ განცხადება ჟურნალისტებისათვის ქუთაისში,  მთავრობის სახლში მოწყობილ მედიაცენტრში ამ წუთებში გააკეთა.

„ეს არის დღე, რომელმაც უნდა გაგვახსენოს, რამდენად რთული გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლებისაკენ. რამდენჯერ იდგა ქვეყნის თავისუფლება საფრთხის ქვეშ. ეს არის დღე, რომელმაც უნდა გაგვახსენოს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მომავაში ქვეყნის თავისუფლებას საფრთხე აღარ დაემუქროს,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა