|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზუგდიდელი პატიმრის მამიდამ პროტესტის ნიშნად ქუთაისის ციხესთან ხელი მიიჭედა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ქუთაისის ციხეში მყოფი ზუგდიდელი პატიმრის მამიდამ ციხესთან ხელი მიიჭედა.


პატიმრის მამიდამ პროტესტის ამ ფორმას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო მიმართა.

ქუთაისის #2 ციხეში მყოფი სამი ზუგდიდელი პატიმრის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა მათ გადაყვანას ზუგდიდის საპყრობილეში ითხოვენ.

ერთ–ერთი პატიმრის დედა კი გუშინ ქუთაისის #2 ციხესთან თავის დაწვასაც აპირებდა. თუმცა ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა შეაჩერეს.

პატიმრის დედა ციხესთან გვიან ღამით ბენზინით სავსე ბოთლით მივიდა და აცხადებდა, რომ თავს დაიწვავდა, თუკი არ ეტყოდნენ, რომ პატირებს ზუგდიდში აბრუნებენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქუთაისის ციხეში პატიმრებს საფრთხე ემუქრებათ.

ინცინდენტი ქუთაისის ციხესთან დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.

საჭირო გახდა ადგილზე სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის გამოძახება.
პატიმრების ოჯახის წევრები ზუგდიდში პოლიციის წარმომადგენლებმა წაიყვანეს უსაფრთხოების მიზნით.

სამი პატიმარი – ლევან ეჯიბია, გიგლა ინალიშვილი და დიმიტრი თოლორაია ქუთაისის ციხეში ზუგდიდიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოიყვანეს.

მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმრების გადმოყვანა უკანონდ მოხდა.
ქუთაისის #2 ციხეში ზუგდიდის #4 საპყრობილედან გადმოყვანილმა პატიმრება შიმშილობა დაიწყეს და პროტესტის ნიშნად ხელები დაიჭედეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა