ქუთაისის ახალი მერის დამტკიცებაში "ნაციონალები" მონაწილეობას არ მიიღებენ
დღეს ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქალაქის ახალ მერად დიმიტრი კოპალკიანი უნდა დაამტკიცონ, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წამომადგენელმა დავით გოგისვანიძემ, newpress.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
გოგისვანიძის თქმით, "ნაციონალები" არ აპირებენ ის პასუხისმგებლობა აიღონ, რასაც ქალაქის მერის არჩევა ჰქვია.
"კომისიას, რომელმაც ახალი მერი შეარჩია, ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ. არა იმიტომ, რომ მათ დიმიტრი კოპალიანი აირჩიეს, არამედ მათ ვინც არ უნდა შეერჩიათ, უნდობლობის გამო კენჭისყრაშო მაინც არ მივიღებდით მონაწილეობას,"– განმარტავს დავით გოგისვანიძე.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს 15 საათზე გაიმართება.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს სხდომაზე შემთხვევით ისარგებლებს და ქალაქის ახალ მერს მხოლოდ შეკითხვებს დაუსვამენ.
ერთ – ერთი მთავარი შეიკთხვა "ნაცოონალების" თქმით ქუთაისში პარლამენტის დარჩენა არ დარჩენას შეეხება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა