ზუგდიდელი პატიმრების საქმეზე სახალხო დამცველის აპარატი სამინისტროს რეაგირებისთვის მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელთა განცხადებით, ზუგდიდელი პატიმრებისთვის ქუთაისის ციხეში მათი გადმოყვანის ზუსტი მიზეზი უცნობია.
"როგორც პატიმრები აცხადებენ, მათ მიმართ ქუთაისის საპყრობილეში ზეწოლას ადგილი არ ქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, თავს დაცულად ვერ გრძნობენ და კვლავ ზუგდიდში გადაყვანას ითხოვენ," – აცხადებენ სახალხო დამცველი აპარატში.
მათი ინფორმაციით, ზუგდიდელი პატიმრების საქმეს დღემდე ზუგდიდის რაიონული სასამართლო იძიებს.
ომბუდსმენის აპარატი ზუგდიდელი პატიმრების საქმეზე რეაგირებისათვის სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ სამი პატიმარი – ლევან ეჯიბია, გიგლა ინალიშვილი და დიმიტრი თოლორაია ქუთაისის ციხეში ზუგდიდიდან დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოიყვანეს.
მათი ოჯახის წევრები პატიმრების უკან დაბრუნებას ითხოვენ.
ერთ–ერთი პატიმრის, ლევან ეჯიბიას მამიდამ და დეიდაშვილმა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ციხესთან ხელები დაიჭედეს. ისინი აცხადებენ, რომ პატიმრებს ქუთაისის ციხეში საფრთხე ემუქრებათ.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა