ქუთაისის ვიცე–მერი: მერიაში მოღალატეები და მეგობრების გამყიდველები ფასობენ
ამ წუთებში, ქუთაისის მერიის წინ მერიის სამსახურის უფროსები საპროტსეტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამსახურიდან მათ გათავისუფლებას მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის სახელით აპირებენ.
„მერიაში კარგი არაფერი ხდება, ეს არ არის რეორგანიზაცია და სამსახურების ოპტიმიზაცია. ეს არის პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლება“, - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ. მისი თქმით, ქალაქის მერი ვერ გაიმართლებს თავს იმით, რომ ეს პროცესი მერიაში მის დანიშვნამდე დაიწყო.
„ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის მერი, რადგან ხელს ის აწერს ამ პროცესებს. თავს ვერც იმით გაიმართლებს რომ ეს მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად ხდება“, აღნიშნავს ძოწენიძე.
ვიცე–მერი
აცხადებს, რომ მერიაში მოღალატეები და მეგობრების გამყიდველები ფასობენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგანების თქმით, გათავისუფლების შესახებ მერის მიერ
ხელმოწერილ განცხადებას ისინი დღეს ან ხვალ მიიღებენ.
ქალაქის მერი newpress.ge-სთან საუბარში, ამ დროისთვის ვერ აკონკრტებს თუ როდის მოხდება რეორგანიზაცია.
„ამ წუთებში მიმდინარეობს გადახედვის პროცესი. წინასწარ ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ თანამშრომლების მასიური გათავისუფლება არ მოხდება. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში “, – განმარტავს დიმიტრი კოპალიანი.
ავტორი: თეკლა მორგოშია