ქუთაისის მერიაში 4 სამსახურის უფროსმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე მიიღო
დღეს ქუთაისის მერიის სამსახურის უფროსების მიერ გამართულ აქციას მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, თენგიზ თორფურიძე გამოეხმაურა. თოფურიძემ აქციის მონაწილეთა იმ ბრალდებაზე გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მერიაში თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება და მას რეორგანიზაციასთან კავშირი არ აქვს.
თენგიზ თოფურიძე კი განმარტავს, რომ მერიაში პოლიტიკური ნიშნით არ ათავისათავისუფლებენ და ეს მხოლოდ რეგორგანიზაციაა.
თოფურიძის თქმით, ამ დროისათვის მერიაში დასაქმებულთა რიცხვი 800–დან 765–მდე იქნა დაყვანილი. „თუმცა ეს არ ყოფილა პოლიტიკური დევნა,"– აცხადებს თოფურიძე.
მერიის ადმინისტრაციული სამსაუხრის უფროსის განმარტებით, ამ დროისათვის მერიაში 4 სამსახურის უფროსს უკვე ჩაბარდა ქალაქის მერის მიერ ხელმოწერილი ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ესენი არიან: საბინაო–კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსი, კახა ხვარეშია, ზედამხევდელობის სამსახურის უფროსი, ზაზა სულაძე, შესყიდვების სამსახურის უფროსი ანდრო მაღლაკელიძე და სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გიგა ზაუტაშვილი.
ავტორი: თეკლა მორგოშია