|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სვირში მცხოვრებლებს განათლების მინისტრი ახალ სკოლას დაჰპირდა

ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში მცხოვრებლებს განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი სკოლის აშენების პირობა მისცა.

მარგველაშვილმა, რომელიც დღეს სვირში იმყოფებოდა, ის შენობა დაათალიერა, სადაც მოსწავლეები განათლებას იღებენ. სკოლა, სადაც 75 მოსწავლე რამდენიმე ათეული წელია დადის, სვირის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობას წარმოადგენს.

გიორგი მარგველაშვილმა სოფლის მცხვორებლებს ახალი პროექტი გააცნო, რომლის მიხედვით, სოფელში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლა აშენდება. სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა