გია თევდორაძე - ვანში "ნაციონალების" მხარდამჭერი სცემეს
ვანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი ბესო ჯოგლიძე სცემეს. ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე ავრცელებს. თევდორაძის განცხადებით, ჯოგლიძე დაახლოებით საათნახევრის წინ სამმა პიროვნებამ სცემა.
როგორც თევდორაძე ამბობს, შემთხვევა ვანში, ბენზინგასამართი
სადგურის ტერიტორიაზე მოხდა და მომხდარი ადგილზე
დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
„ბესო ჯოგლიძის ცემაში ვანელი ბიზნესმენი მამუკა შარაშენიძე ფიგურირებს, რომელიც ვანის საკრებულოს
ყოფილ თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს მის ცემაში სდებს ბრალს. ჩვენ ეჭვი გაქვს, რომ
ამ ყველაფერს პოლიტიკური ნიადაგი უდევს სარჩულად,“ - ამბობს გია თევდორაძე.
მომხდართან დაკავშირებით პარტიის ლიდერები, „ნაციონალური
მოძრაობის“ ვანის ოფისში განცხადების გაკეთებას
გეგმავენ და სამართალდამცავებისაგან მომხდარის გამოძიებას ითხოვენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე