"ქდმ" პარლამენტისგან საარსებო მინიმუმის ზრდას ითხოვს
„ქრისტიან-დემოკრატები“ საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე ზრდასა და პენსიის ოდენობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას ითხოვენ.
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც პარტიის ლიდერებმა დღეს პარლამენტში
შეიტანეს, საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად მის დასადგენად ვახალი კრიტერიუმების
შემუშავებას გულისხმობს.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის
განცხადებით, საარსებო მინიმუმის დღეს არსებული
რაოდენობა, 150 ლარი 1995-1996 წლებში, ედუარდ
შევარდნაძის დროს არის შემუშავებული.
„ქრისტიან-დემოკრატების“ განცხადებით, საარსებობო მინიმუმის რაოდენობის გასაზრდელად ჯანმრთელი ადამიანისათვის
დღეს არსებული კილოკალორიების რაოდენობა 2 200-დან 2 500-მდე უნდა გაიზარდოს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, მათი წინადადების განხილვა
პარლამენტმა საზაფხულო არდადეგებამდე უნდა შეძლოს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე