ქუთაისის ოპერის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა წარადგინეს
ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრში პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურა წარადგინეს. თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა როზა დვალიშვილმა, თეატრის სამხატვრო საბჭოსა და თეატრის დასის სახელით, ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, რევაზ ჯავახიშვილი დაასახელა კანდიდატად.
აღნიშნულ
კანდიდატს კულტურის სამინისტროს წარუდგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას სამინისტროს
კომისია მიიღებს. თვის ბოლოს ცნობილი გახდება დაამტკიცა თუ დაიწუნა აღნიშნული კანდიდატი
კულტურის სამინისტრომ.
კითხვაზე, თუ რატომ ჩატარდა სამხატვრო ხელმძღვანელის
კანდიდატის გამოსავლენად ღია კენჭისყრა, რადგან
ფარული კენჭისყრის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა შედეგი დამდგარიყო, მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა, რომ მას კანონი საერთოდ არ ავალებდა დასთან
კანიდიდატურის განხილვას, მხოლოდ 6 კაციანი სამხატვრიო საბჭოც საკმარისი იყო კანდიდატურის
წარსადგენად. როზა დვალიშვილის თქმით, ხელმძღვანელებმა ამით კეთილი ნება გამოიჩინეს.
ღია კენჭისყრით აღნიშნულ კანდიდატს მხოლოდ 4–მა სოლისტმა
არ დაუჭირა მხარი.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვიდან სახელმწიფო თეატრების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით თეატრის მმართველი
სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება. აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულია კონკურსი, რომელიც 16 აგვისტოს დასრულდება და მასში ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი