|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი ენერგეტიკის მინისტრს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
ალტერნატიული ენერგიის გამოყენება, ზამთარში ძაბვის ვარდნის პრობლემა, ქვესადგურების მდგომარეობის გაუმჯობესება, ქუთაისში ქსელის ოპტიმიზაცია და  ენერგიის ეფექტურად გამოყენება – ეს ის საკითხებია, რომელთაც მხარეები დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ კახი კალაძე "ენერგო–პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ, იმ დროს იყო დაგეგმილი ქუთაისის მერსა და ენერგეტიკის მინისტრს შორის შეხვედრა, თუმცა მაშინ გაურკვეველი მიზეზის გამო ჩაიშლა.

ავტორი: თეკლა მორგოშია