ქუთაისის საკრებულო მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს განიხილავს
ქუთაისის საკრებულოს 54–ე რიგგარეშე სხდომაზე, მერიაში ვაკანუტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ საკითხის დამტკიცებამ, ხმაური გამოიწვია. საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატების განმარტებით, საკონკურსო–საატესტაციო კომისიას მორალური უფლება არ აქვს ქალაქს თვითმმართველობის წარმომადგენლები შეურჩიონ.
"კომისიის 7 წევრიდან 4 წევრი დაკავებულია თავიანთი ოჯახის წევრების დასაქმებით და მათ არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვთ ვინმე შეარჩიონ," – ამბობს საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი გია გოქაძე.
შეგახსენებთ, რომ მერიაში კონკურსი მომავალ კვირას გამოცხადდება.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა