|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალ" დეპუტატებს საკონკუსრო–საატესტაციო კომისიაში მონაწილეობა სურთ

ქუთაისის საკრებულო "ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ, დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის მიღება, მისი პარტიის წევრებსაც სურთ. 

"იმის გამო, რომ სათქმელი არ ჰქონდეს საკრებულოს უმრავლესობას, რომ ჩვენ, "ნაციონალებს" არ გამოგვითქვამს მზაობა კომისიაში მონაწილეობის შესახებ, დღეს ოფიციალურად წერილობით მივმართავთ, რომ ჩვენ პარტიის წარმომადგენელიც იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ კომისიაში," – ამბობს გია უკლება. 

ავტორი: თეკლა მორგოშია