სვანეთში დაკარგული ტურისტები ქუთაისში ჩამოჰყავთ
სვანეთში დაკარგული პოლონელი ტურისტები მაშველებმა დღეს იპოვეს. ისინი ამ დროისათვის სვანეთიდან ვერტმფრენით ქუთაისში გადმოჰყავთ.უცხოელი ტურისტები თავს კარგად გრძნობენ.
პოლონელი სტუმრები, რომლებიც 10 დღეა საქართველოში იმყოფებიან, სამი დღის წინ გაუჩინარდნენ. მათი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიიღო.
ტურისტებს გზა მაშინ აებნათ, როცა უშგულიდან მესტიაში ფეხით გადადიოდნენ. მაშველებთან ერთად სამძებრო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინისტოს ლენტეხის გაყოფილების თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა