|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლუდის ფესტივალი რამდენადაა არ ვიცი, ალბათ უფრო ბაზრობაა"

ლუდის ფესტივალი ქუთაისში წელს პირველად ჩატარდა. "ნატახტარის" ლუდის ფესტივალის ფარგლებში ჩართული ღონისძიებები ქალაქის ისტორიულ უბანში, პირველი საჯარო სკოლისა და ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მოეწყო შეჯიბრებები ლუდის სმაში, სადაც გამარჯვებულები "ნატახტარის" კუპონებითა და მაისურით დააჯილდოვეს.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტებიც გამართეს ჯგუფებმა Natural born lovers, Lost in Music, Mad Brothers, Latino Boys და ა.შ. 
ფესტივალი ქუთაისში ორ დღეს გაგრძელდება. როგორც ცნობილია მას ჯგუფი "შინი" დახურავს.
ფესტივალს მხარდაჭერას ადგილობრივი თვითმმართველობა უწევს.
ლუდის ფესტივალს ბევრი სტუმარი და მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ფესტივალისგან სხვა მოლოდინები ჰქონდათ.
"როგორც ვიცი ფესტივალი ჰქვია იმას, როცა უფასოდ ხდება დაგემოვნება და დეგუსტაცია. ამ შემთხვევაში ასე არ არის, აქ თითქმის ყველაფერი ფასიანია. ამიტომ ეს ღონისძიება ფესტივალი რამდენად არის არ ვიცი. ალბათ უფრო ლუდის ბაზრობაა," – მიაჩნია ფესტივალის ერთ–ერთ სტუმარს ანი კალმახელიძეს. 
ფესტივალი ქუთაისიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში გადაინაცვლებს.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა