იმერეთის ღვინის ფესტივალი ქუთაისში
ქუთაისში, \"ოქროს ჩარდახის\" მიმდებარე ტერიტორიაზე \"იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013\" მიმდინარეობს. ფესტივალზე იმერეთის რეგიონში საოჯახო ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციაა წარმოდგენილი. ფერმერებმა, ფესტივალის სტუმრებს ყურძნის ადგილობრივი ჯიშების - ცოლიკოურის, ციცქას, ოცხანურ-საფერავის, ძელშავის და ოჯალეშის ღვინოები გააცნეს.
\"მსგავსი ღონისძიებები იმერელი მეღვინეებისთვის მნიშვენლოვანია. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მხოლოდ ერთ ადგილზე არ ვიქნებით ჩაკეტილი,\" - ამბობს სოფელ ფერსათში მცხოვრები მეღვინე, დავით კოხოძე.
იმერეთის ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი \"იმერეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციაა\". ასოციაციის ხელმძღვანელის, კოტე რატიანის თქმით, ფესტივალი შემოდგომაზეც ჩატარდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
\"იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013\"-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ანალოგიური ფესტივალი ქართლში უკვე გაიმართა. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ღვინის ფესტივალი მომავალში გაიმართება.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















