პრეზიდენტმა ქუთაისში, ღვინის ფესტივალზე იმერული ღვინოები დააგემოვნა
ქუთაისში გამართულ "იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013"-ს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამოდენიმე წუთით ეწვია. იგი გაესაუბრა მეღვინეებს და ფესტივალზე წარმოდგენილ თითქმის ყველა სახეობის ღვინოს გაუსინჯა გემო. მან ღვინოთა შორის საფერავი გამოარჩია და იგი "ღვინის დედოფლად" მოიხსენია.
პრეზიდენტმა მეღვინეებთან საუბარში მსგავსი ფესტივალის მთელი საქართველოს მასშტაბით გამართვა დააანონსა. ასევე, მეღვინეებს მეღვინეობის რამოდენიმე ცენტრის გახსნას და სხვა სახის ხელშეწყობასაც დაპირდა.
ღვინის ფესტივალი, რომელიც "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, დღის ბოლომდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ "იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013" საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა