ქუთაისის მერიაში კონკურსი იუსტიციის სამინისტროს თანხმობის შემდეგ გამოცხადდება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, რომელიც ამავე დროს მუდმივმოქმედი საარჩვენო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა აცხადებს, რომ მერიაში კონკურსის გამოცხადება დაგვიანებული არ არის. მარგველაშვილის თქმით, კონკურსი ხოლოდ იუსტიციის სამინისტროს თანხმობის შემდეგ გამოცხადდება.
\"დამატებითი მოთხოვნები, რომელიც გასულ კვირას საკრებულომ დაამტკიცა, იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა. სამინისტროში დარეგისტრირების და ოფიციალურად გატარების შემდეგ, დოკუმენეტი ძალაში შევა,\" – განმარტავს თამაზ მარგველაშვილი newpress.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, ამ პროცედურებს ერთი დღე დასჭირდება და კონკურსი, სავარადუოდ, ხვალ გამოცხადდება.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, ქუთაისის მერიისა და საკრებულოს დებულებების ცოდნა მოეთხოვება.
გარდა ამისა, სავალდებულოა კონკურსანტებმა მერიის შესაბამისი სამსახურების დებულებები იცოდნენ და ასევე, ფლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა