|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“კანონიერ ქურდ“ ლევან სილაგაძეს კემეროვოდან საქართველოში აძევებენ

რუსეთის  კემეროვოს ოლქიდან საქართველოში  დეპორტაციისთვის საერთაშორისო  ძებნაში მყოფ ე.წ.“კანონიერ ქურდ“ ლევან სილაგაძეს ამზადებენ.

როგორც კემეროვოს  ოლქის  სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ქურდირუსეთში არალეგალურად,პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იმყოფებოდა.

ლევან სილაგაძე  ადრე მოსკოვის სასამართლოს მიერ მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული და  კემეროვოს #29 კოლონიაში იყო ეტაპირებული. სასჯელის მოხდის შემდეგ იგი კემეროვოში იმყოფებოდა  მაგრამ  რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება მის სამშობლოში დეპორტაციასთან დაკავშირებით.


წყარო: frontnews.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა