|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით ბაქრაძე – "ქართული ოცნება" ცდილობს საარჩევნო კამპანიაში ხელი შეგვიშალოს

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს ხონში მის წინააღმდეგ მოწყობილი აქცია "ქართული ოცნების" აქტივისტების ორგანიზებული იყო. რასაც ბაქრაძე საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობად აფასებს. 

"ჩვენ მოსახლეობას ვხვდებით და მათ პრობლემებს პირადად ვეცნობით. "ქართული ოცნება" კი ყველანირად ცდილობს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელი შეგვიშალოს. მოვუწოდებ მათ, მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ,"   – განაცხადა დავით ბაქრაძემ დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე ბაქრაძე მოსახლეობას ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნივანდიდშიც შეხვვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. თუმცა, სოფელში ჩასულ კანდიდატს ხონის შესასვლელთან მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო პლაკატებით დახვდა. მოსახლეობის განცხადებით, 9 წლის მანძილზე "ნაციონალური მოძრაობას" მათთვის არაფერი გაუკეთებია.

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა