|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის გადასარჩენად დღეს აქცია გაიმართება

დღეს, ზესტაფონში, ადგილობრივი მოსახლეობისა და "ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის\" ორგანიზებით აქცია გაიმართება.

"ზესტაფონის გადარჩენის კომიტეტის" წევრის, ნინო ნიკაჭაძის გაცხადებით, აქცია საყოველთაო ხასიათს ატარებს და მისი მიზანი ზესტაფონის გადარჩენაა.
"ჩვენ ერთად გამოვგლეჯთ ფერომაფიას ზესტაფონს!, "ჩვენ ერთად წავართმევთ პოლიტიკურ კრიმინალურ კლანს ზესტაფონს!", "ერთად გადავარჩენთ ზესტაფონს! – ამ ლოზუნგებით აქცია დღეს 13 საათზე, ზესტაფონის თეატრსა და თეატრალურ მოედანზე გაიმართება.
"აქციაზე დასასწრებად, პირადი მოწვევის ბართები დაურიგდა ყველა თანამდებობის პირს და რიგით მოქალაქეებს. უკვე გავაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი მათგანი გვიერთდება. ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას ზესტაფონის გადასარჩენად," – აცხადებს ნინო ნიკაჭაძე.
აქციის ორგანიზატოთა განცხადებით, მოწვევის განსაკუთრებული ფორმა განაპირობა ორი ათეული წლის მანძილზე ზესტაფონში შექმნილმა განსაკუთრებულმა მდგომარეობამ. "ეს არის დაუჯერებელი სინამდვილე საქართველოს ეკონომიკის ხერხემალის: ზესტაფონი-ჭიათურა-ტყიბილის ბარბაროსული მითვისებისა და განადგურების შესახებ," – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. მათი თქმით, ეს იქნება სამამულო ბრძოლა ბიზნესში მოპარპაშე მეჯღანუაშვილების და პოლიტიკაში გადავარდნილი ყვარყვარეების ეპოქის დასრულებისათვის.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა