|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი – ქალაქში სისუფთავე ყოველკვირეულად შემოწმდება

ქუთაისის მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე მწვანე საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაათვალიერა. როგორც დიმიტრი კოპალინამ განაცხადა, ქუთაისში მიმდინარე სამუშაოების მონახულება ყოველკვირეულად მოხდება. 

"ქალაქში კვირაში ერთხელ უნდა ვნახოთ ასეთი ადგილები. ბევრი რამეა გასაკეთებელი, ვამოწმებ, რომ სისუფთავე დაცული იყოს," – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა. 
ქუთაისში 1 აგვისტოდან მწვანე საფარის მოსაწესრიგებელ სამუშაოებს შპს "ქალაქსერვისი" ასრულებს. როგორც კომპანიის მენეჯერი დავით ბეშკენაძე ამბობს, მათ უკვე ქალაქში 70 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი გაასუფთავეს. 
ქალაქის მერმა ამ ეტაპზე ე.წ "ხარახოვის ბაღის", აღმაშენებლის ქუჩის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები დაათვალიერა.   
 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა