|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატები ღია კენჭისყრით აირჩიეს

ქუთაისის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრებმა თავიანთი კანდიდატები სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე უკვე დაასახელეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქუთაისის თოჯინების თეატრმა სამინისტროს სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად, პროფესიით მეთოჯინე რეჟისორი, ეკატერინე სირაძე წარუდგინა. როგორც თეატრში ამბობენ მას დასმა ერთხმად დაუჭირა მხარი. თუმცა იმასაც მიუთითებენ, რომ დასის აზრის გამოკითხვას, მათი ხელმოწერების შეგროვებას ან ოქმების წარდგენას კანონი არ ითხოვს.

მესხიშვილის თეატრი თავის კანდიდატ გიორგი სიხარულიძეს (რომელიც მმართველის  მოვალეობის შემსრულებელია), ამ დღეებში წარუდგენს სამინისტოროსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს. თეატრში მისი კანდიდატურის შერჩევა დასის  შეკრებაზე ღია კენჭისყრით მოხდა. ალტერნატიული კანდიდატურა არ დასახელებულა.

საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღება 16 აგვისტოს სრულდება. სამინისტროსთან არსებული 7 კაციანი სარეკომენდაციო საბჭო წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე შეარჩევს  შესაბამის კანდიდატებს და დასანიშნად წარუდგენს მინისტრს. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა