|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატრიარქი პრემიერს პოლტიკიდან არ წასვლის შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდა?

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის იდეას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ქრონიკა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გაზეთის ცნობით,  ამის შესახებ პატრიარქსა და პრემიერს არაერთხელ უსაუბრიათ. პატრიარქს უთქვამს: შენ შანსი გაქვს, ქვეყანა ფეხზე დააყენო, სწორი გზით წაიყვანო, ხალხს ჩაკლული ეროვნული ღირსება აღუდგინო და ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებო. იმასაც შეჰპირებია, ამ საღვთო და საერო საქმეში, მე და მთელი ქართული ეკლესია გვერდით დაგიდგებათ და რითაც შეგვეძლება, ხან ღიად და ხან – ფარულად დაგეხმარებითო.

“ილია მეორე ივანიშვილისათვის დიდი ავტორიტეტია, მის სიტყვას მუდამ ანგარიშს უწევს და ვერც ამ შემთხვევაში წავა მისი ნების წინააღმდეგ. ივანიშვილზე ქართული ეკლესია დიდ იმედებს ამყარებდა. თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს მას ჯერ პატრიარქის დარწმუნება მოუწევს იმაში, რომ პოლიტიკის მიღმა იმაზე მეტ  და სასარგებლო საქმე გააკეთებს ქვეყნისათვის ვიდრე პოლიტიკაში ყოფნისას და რაც მთავარია მისი პოლიტიკიდან განრიდება დიდ საფრთხედ არ ექცევა ქვეყანას – “ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შანსი არ გაუჩნდება”,- წერს გაზეთი.

მათივე ინფორმაციით , ამ თემაზე კონსულტაციას პრემიერი და პატრიარქი, პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ განაახლებენ.

“ამ თემაზე მორიგ კონსულტაციას ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე მოგვიანებით გამართავენ, როდესაც სამკურნალოდ წასული პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდება”, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: newsplus.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა